ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე ამბობს, რომ პაციენტი, რომელიც მათ კლინიკაში გარდაიცვალა, კორონავირუსით არ დაღუპულა და მას სხვა მძიმე დაავადებები ჰქონდა. მისი თქმით, პაციენტს ინსულტი ჰქონდა და კომაში იყო

 

,,კორონავირუსი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის. შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ. პაციენტი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში ინსულტის გამო და არა ვირუსის გამო”- ამბობს გია კიკაბიძე.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. ერთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მეორე კი ქუთაისში, კლინიკა ბომონდში.

 

რაც შეეხება ინფიცირებულებს - დღეს 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.