საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

 

„70 წლის კაცი აჭარის ერთ-ერთ საავადმყოფოში 17 სექტემბერს შეიყვანეს. ​პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმდევი დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებოდა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1705 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.