აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და როგორც თავად აცხადებს, ბინაზე მკურნალობს.

 

როგორც მან „გლობალპრესს“ განუცხადა, ვირუსი ახლობლისგან გადაედო.

 

„დღეს მერვე დღეა, 3 დღეში ისევ ჩამიტარდება ტესტირება. წყაროს რაც შეეხება, ოჯახში მსტუმრობდა ახლობელი, რომელსაც მეორე დღეს გამოუვლინდა სიმპტომები. ამის შემდეგ, გადავემოწმე და მეც, ისევე, როგორც მას, ვირუსი დამიდგინდა. ცხადია, არავისთან მქონია შეხება. ჩემი ოჯახის წევრებიც არ არიან ინფიცირებულნი“, - განაცხადა სოლომონ ფუტკარაძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 759 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.