სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების განცხადებით მას პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.

 

,,მას შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმიური PCR ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით. მხოლოდ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული იზოლაციის ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ სამუშაო ადგილს, - წერია უწყების განცხადებაში.

 

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, იმ პირის მდგომარეობა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია და მასთან მიმართებაში სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება.

 

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

 

კორონავირუსით ინფიცირებულია - 4 960;

 

გამოჯანმრთელებულია - 1 819;

 

მათ შორის გარდაცვლილია - 26

 

კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 390

 

კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 640

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836,

 

მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.