საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

 

„გამოვლინდა 314 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 225 შემთხვევა, თბილისში - 35, იმერეთში - 22, გურიაში- 1, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთში - 3, ქვემო ქართლში -1, შიდა ქართლში - 9“,- განაცხადა ენდელაძემ.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 33 პაციენტი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.