შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 7 რეგიონში მცხოვრებია. ყველა მათგანი გადაყვანილია კოვიდკლინიკებში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

კოვიდდადებითი პაციენტები ხეჩინაშვილის კლინიკის, ნადარბეზევისა და რუსთავის კლასტერის კონტაქტებია.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიაში 172 ნიმუში იყო გაგზავნილი, ხოლო 178 პირი თვითიზოლაციის რეჟიმშია გადაყვანილი. სულ რეგიონში 40 დადასტურებული შემთხვევაა.

 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 314 ადამიანი დაინფიცირდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.