საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში 36-მდე გაიზარდა.

 

ჯერჯერობით უცნობია, რომელ საავადმყოფოში მკურნალობდა პაციენტი. სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია 35-ე გარდაცვლილის შესახებ.

 

 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.