სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრმა, ოლივერ ვარჰელმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების ხელშეკრულებას, რომელიც დაეხმარება საქართველოს COVID-19-ის ეპიდემიის დაძლევაში.

 

„COVID-19 პანდემიის გამო ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერის, რაც შეგვიძლია, რათა შევამსუბუქოთ პანდემიის გავლენა ადამიანების ცხოვრებასა და ბიზნესზე“, - განაცხადა ოლივერ ვარჰელმა.

 

დღეს, ევროკავშირის COVID-19 მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში ხელმოწერილი ორი დაფინანსების ხელშეკრულება ძირითადი სფეროების გაძლიერებას დაეხმარება:

 

75 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის საშუალებით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ქვეყნის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების დაცვა პანდემიის ზემოქმედებისგან. ღონისძიებები მოიცავს სოციალურ დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ბიზნესის მხარდაჭერას, რათა შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები. ის ასევე ითვალისწინებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების რაოდენობის გაზრდას, ინფექციების პოტენციური ზრდისთვის მოსამზადებლად.

 

ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება - ევროკავშირი ამ გეგმას მხარს 54 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით დაუჭერს. იდეა რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას ითვალისწინებს. იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ისარგებლოს ეკონომიკური განვითარებით, პროგრამა ფოკუსირდება ურბანული ზონების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და მშენებლობაზე, ტურიზმის განვითარების წახალისებასა და მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერაზე.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.