საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა დღის განმავლობაში მესამედ გაიზარდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 192 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3 120 ადამიანი.