კორონავირუსით მემილიონე ადამიანი, ვირუსის გავრცელებიდან 10 თვის თავზე, ჩინეთში გარდაიცვალა.

 

ამ დროისათვის მსოფლიოს 188 ქვეყანაში კორონავირუსის 33 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსის შემთხვევები საგრძნობლად იმატებს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც მასთან ბრძოლაში რამდენიმე თვის წინ, თითქოს წარმატებას მიაღწიეს.

 

ამ დროისათვის, ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული - 7,000,000 - აშშ-შია. შტატებშია ყველაზე მეტი გარდაცვლილიც - 200,000.

 

ეპიდაფეთქებამ მძიმე გავლენა იქონია აშშ-ის ეკონომიკაზე - აპრილიდან ივნისამდე აშშ-ში მშპ-ს მაჩვენებელი რეკორდული 33%-ით შემცირდა.

 

ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდაა ინდოეთშიც, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 6,000,000-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ - 90,000-ს გადააჭარბა.

 

მძიმე ვითარებაა ბრაზილიაშიც - 5,000,000-მდე ინფიცირებული.

 

მეზობელ რუსეთში კი, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 მილიონს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ზაფხულში რუსეთიდან საქართველოში 12,000-ზე მეტი ტურისტი შემოვიდა. ჯამში კი საქართველოში 126,302 ვიზიტორი ჩამოვიდა.

 

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილია 39 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ეფექტური ვაქცინის შექმნამდე, შესაძლოა, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწიოს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.