ჩხოროწყუში კორონავირუსი სამ ექიმს დაუდასტურდა, რის გამოც შესაძლოა საავადმყოფო დაიხუროს. ამ დროისთვის კი დაწესებულებამ პაციენტების მიღება შეწყვიტა და იქ ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

 

გარდა ამისა, ჩხოროწყუში ინფექცია დაუდასტურდა კიდევ ორ პირს. ისინი ოჯახის წევრები არიან და სავარაუდოდ, ინფიცირებულთან კონტაქტი საირმეში ჰქონდათ.

 

კორონავირუსი, ასევე დაუდასტურდა ზუგდიდში მოსწავლეს რეპეტირორის კლასტერიდან, ოთხი ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია, ორი კი ცხელების ცენტრის პაციენტი. მათი წყარო, ჯერჯერობით, დადგენილია.

 

ასევე ხობში ინფიცირებილია უკვე დადასტურებული შემთხვევის ოთხი კონტაქტი, სენაკში კი ინფიცირებულის 6 კონტაქტი.

 

კორონავირუსი დაუდასტურდა ე.წ. საბერიოს კლასტერის ოთხ წევრს. ყველა ამ შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. რაც შეეხება სამეგრელოში სამედიცინო დაწესებულებებში, აქ 94 ინფიცირებული მკურნალობს.

 

რეგიონის მასშტაბით, 838 ბიოლოგიური ნიმუში ფაიტესტა, მათგან 25 დადებითია. რეგიონის საკატანტინო სივრცეებში მოთავსებულია 131 მოქალაქე.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.