„სასურველია, რომ პირბადე აჭარაში გამოვიყენოთ გარეთაც“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„მივმართავ აჭარის მოსახლეობას, რადგან აჭარაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გავრცელება, ამიტომ სასურველია და რეკომენდებულია, ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. თუ ვინმე არ იყენებს, ეს რა თქმა უნდა, დასჯადი არ იქნება, მაგრამ რეკომენდებულია დღეს, რადგან ინცინდენტობის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს დაახლოებით 7-8-ჯერ მეტი, ვიდრე საშუალო ქვეყნის მაჩვენებელია, ამიტომ სასურველია, რომ პირბადე აჭარაში გამოვიყენოთ გარეთაც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 453 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 295. გარდაიცვალა -5, საერთო ჯამი - 46-ს შეადგენს.

 

ახალი შემთხვევებიდან, აჭარაში 297 ადამიანი დაინფიცირდა, 78 თბილისში, 52 კი იმერეთში დაფიქსირდა

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.