საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლო 5 პაციენტიდან 2 ბათუმში, 3 კი - ქუთაისში მკურნალობდა.

 

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, გარდაცვლილების ასაკობრივი გრადაცია 51-წლიდან 90-წლამდე მერყეობს.

 

„ 2 გარდაცვლილი გვყავს ბათუმში, 3 კი - ქუთაისში. ყველა გარდაცვლილს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. მნიშვნელოვანია რომ ასაკობრივი გრადაცია არის 51-წლიდან 90-წლამდე“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 295-ით გაიზარდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.