კომპანია Amazon-ში, 1 მარტიდან 19 სექტემბრამდე პერიოდში კორონავირუსით ინფიცირება 19 816 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს

 

როგორც Reuters წერს, კომპოანია Amazon- სა და მის შვილობილ კომპანია Whole Foods-ში, საერთო ჯამში 1 372 000 ადამიანია დასაქმებული, საიდნაც covid-19 1,44%-ს დაუდასტურდა.

 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, amazon-ის მინესოტას ფილიალს ქონდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, სადაც 32 ადამიანია დაინფიცირდა, მინესოტაში სულ 1000 ადამიანი დასაქმებული.

 

როგორც გამოცემა წერს, თანამშრომელთა ნაწილისა და პროფკავშირების მტკიცებით, Amazon-მა პანდემიის პერიოდში საწყობების ღიად დატოვებით დასაქმებულთა ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენა, თუმცა Amazon-ში აცხადებენ, რომ ინფიცირების მაჩვენებელი 42%-ით დაბალია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.