იტალიის დედაქალაქ რომსა და ლაციოს რეგიონში დღეიდან ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდითაა გამოწვეული. 1-ელ ოქტომბერს, პირველად აპრილის შემდეგ, ქვეყანაში 2000-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა.

 

„შემთხვევების უმეტესობა უკავშირდება პირბადის გარეშე გადაადგილებას და სოციალური დისტანცირების წესის დარღვევას“, - განაცხადა ლაციოს რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალესიო დ'ამატომ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.