ვფიქრობ, ჩემი კორონავირუსით დაინფიცირება ღვთის წყალობა იყო - ამის შესახებ თეტრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. აშშ-ს პრეზიდენტის ვიდეო მიმართვას CNN ავრცელებს
როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავს შესანიშნავად გრძნიბს და ეს ექსპერიმენტული პრეპარატის ,,Regeneron” - ის დამსახურებაა, რომელიც ამერიკელებისთვის უფასო გახდება
,,ვფიქრობ, ჩემი კორონავირუსით დაინფიცირება ღვთის წყალობა იყო. მათ ,,Regeneron” - ით მკურნალობა დამიწყეს. დაუჯერებელი იყო, მაშივე კარგად ვიგრძენი თავი. 24 საათში კი თავს იმდენად კარგად ვგრძნობ, საავადმყოფოდან მინდოდა გამოსვლა. მინდა, რომ თქვენც მიიღოთ ის. თქვენთვის ის უფასო იქნება, არაფრის გადახდა მოგიწევთ“ - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა
აშშ-ს პრეზიდენტმა, კორონავირუსის პანდემიის გავრცელებაში ჩინეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება ჩინეთს ძვირი დაუჯდება
,,ეს ჩინეთის ბრალია და ჩინეთის ის, რაც ჩვენს ქვვეყანას და მთელს მსოფლიოს გაუკეთა, ძვირი დაუჯდება“ - აღნიშნა ტრამპმა
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული აშშ-ს პრეზიდენტმა ,,უოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალი 2 დღის წინ დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა.