საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ვებგვერდ StopCov-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 102-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 329 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 867-ს შეადგენს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.