თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა.

 

„აჭარაში გახლავთ 207 ახალი შემთხვევა, თბილისში - 168 , იმერეთში - 117, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24 , ქვემო ქართლში - 7, შიდა ქართლში - 25, გურიაში - 8, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში - 5-5, სამცხე-ჯავახეთში - 3 ახალი შემთხვევა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 569 ადამიანს დაუდასტურდა, 329 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 867 ადამიანი, გარდაიცვალა 102 პაციენტი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.