დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

 

გამოცემის ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალური პროგრამისგან მიიღო შეტყობინება, რომ კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა.

 

BBC ინფორმაციით, აღნიშნული პირია პარლამენტის წევრი ლი ანდერსონი.

 

როგორც პრემიერმა Twitter-ზე წერს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმტომები არ აქვს, მაგრამ დადგენილი წესების თანახმად, თვითიზოლაციაში გადადის, მუშაობას კი დაუნინფ სთრითზე მდებარე რეზიდენციიდან გააგრძელებს.

 

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. ის თვითიზოლციაში იმყოფებოდა და მუშაობას სახლიდან აგრძელებდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 6 აპრილს, საავადმყოფოს ინტესიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. მან 3 დღე რეამინაციულ განყოფილებაში გაატარა, რომლის დატოვების შემდეგ ექიმებს მადლობა გადაუხადა

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.