აშშ-ის ფარმაცევტული კომპანია, PFIZER და გერმანული BIONTECHამბობენ, რომ მათ მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინა, საბოლოო შედეგების მიხედვით, 95%-ით ეფექტურია. ინფორმაციას yahoo News-ი ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა წერს, კომპანიბის თქმით, მათ ვაქცინას მძიმე გვერდითი ეფექტები არ აქვს და იმედი აქვთ, მსოფლიო მალე დაამთავრებს პანდემიასთან ბრძოლას.

 

"ვაქცინის საბოლოო შედეგი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ისტორიული, 8-თვიანი ეპიდპერიოდის განმავლობაში", _ ამბობს PFIZER-ის აღმასრულებელი დირექტორი.

 

ფიზერ/BიოNთეცჰ-ის ვაქცინამ თავდაპირველად 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. პოტენციურ ვაქცინათა შორის ლიდერობს ასევე Moderna, რომელით თითქმის 95%-ით ეფექტურია, თუმცა მისი კლინიკური გამოცდა ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ”დიდი დღეა” და ისინი გეგმავენ, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გააკეთონ განაცხადი ვაქცინის გამოყენებაზე დასტურის მისაღებად.

 

პროფესორი, ბიოტექნიკური კომპანია BIONTECH-ის თანადამფუძნებელი და პოტენციური ვაქცინის გამომგონებელი, უღურ შაჰინი, კი ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინა 2021 წლის ზაფხულისთვის უკვე საგრძნობად ამოქმედდება და მომავალი წლის ბოლოს "ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება"

 

აღსანიშნავია, რომ 30 000-ზე მეტმა მოხალისემ მიიღო მედიკამენტის ტესტირებაში მონაწილეობა. წინ გადადგმული ნაბიჯია ისიც, რომ Moderna-ს ვაქცინის შენახვა არც ისე დაბალ ტემპერატურაზეა (-20°C) საჭირო, როგორც ეს Pფიზერ-ის ვაქცინის (-75°C) შემთხვევაში იყო.

 

მიუხედავად ამ საიმედო ცნობებისა, ეს ჯერ კიდევ ადრეული მონაცემებია და ძირითადი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია ამ ეტაპზე, რაც თანდათან უნდა გაირკვეს.

 

ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება იმუნიტეტი პაციენტებში, საჭიროა მოხალისეებზე დაკვირვების გაგრძელება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.