გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 93 092 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 73 877-ს შეადგენს. გარდაიცვალა 853 მოქალაქე.

 

კარანტინის რეჟიმშია 2186 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5833 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3518 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.