ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა სავადმყოფოში გადაიყვანეს, ამის შესახებ ინფორმაციას Orthodox Times ავრცელებს

 

გამოცემის ინფორმაციით, 82 წლის სასულიერო პირი მკურნალობას ინტესიური თერაპიის განყოფილებაში გადის. მას COVID-19 -ის მსუბუქი სიმპტომები აქვს.

 

როგორც Orthodox Times წერს, მთავარეპისკოპოს დიაგნოზი, პრემიერ-მინისტრთან კირიაკოს მიცოტაკთან შეხვედრის დაწყებამდე დაგეგმილ როგორც სწაფი, ისე მოლეკულული ტესტების აღების შემდეგად დაუდგინდა.

 

,,მე პირადად ვრებულობ მწყემსს იმ განსაცდელში, რომელიც ეხება ათასობით ჩვენს ძმას ჩვენს ქვეყანაში და მილიონობით ადამიანს მთელ სამყაროში. მე ვიზიარებ ყველას ტანჯვას, ტკივილს და შიშს, რომ ღვთისადმი რწმენით ყველა გადავლახავთ“ - განაცხადა სასულიერო პირმა

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოროვირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.