ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 2 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:

 

კორონავირუსით ინფიცირებულია - 164 976

 

გამოჯანმრთელებულია - 137 499

 

გარდაცვლილია - 1 540

 

კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 267 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 744 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 963 მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 67 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 46 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,5 მილიონზე მეტი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.