სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სოციალური ქსელში ,,facebook’’ წერს

 

,,მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 164 976 ადამიანს დაუდასტურდა, 137 499 პაციენტი კი გამიჯანმრთელდა, ხოლო 1 540 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.