Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.6984
EUR
3.0246
RUR
0.0421
GBP
3.4912

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტთან ერთად, ლიეტუვის კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრს ეწვია და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმდა და რომლებსაც ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა რაიმუნდას კარობლისმა მოაწერეს.

 

განზრახულობათა დეკლარაცია კიბერუსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

 

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დეკლარაციის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, ნატო-მ და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა კიბერუსაფრთხოება ოპერატიული განზომილების სივრცეში აიყვანეს.

 

„ის, როგორც ხმელეთი და ზღვა ახალ, ოპერატიულ განზომილებად განიხილება, სადაც შესაძლოა, ჰიბრიდული საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას გარკვეული საფრთხეები შეექმნას კიბერშემოტევების შედეგად, ამიტომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, აუცილებელია, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის გაძლიერება, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და საერთო სწავლებების ჩატარება“,- განაცხადა იზორიამ.

 

მისივე განცხადებით, სწორედ, ლიეტუვაში არსებული კიბერთავდაცვის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს სურს ამ მიზნების განხორციელება, რათა კრიტიკული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად იყოს დაცული კიბერშეტევებისგან.

 

დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში მუზეუმი - ,,ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის ხელმომწერთა სახლი" დაათვალიერა და ,,ლიეტუვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციას" გაეცნო.

ჰაკერებმა ინტერნეტში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიოსადგური rbb Inforadio ავრცელებს.

 

რადიოსადგურის ინფორმაციით, „ტვიტერში“ გამოქვეყნებულია გერმანელი პოლიტიკოსების მობილური ტელეფონის ნომრები, მისამართები, ასევე შიდაპარტიული დოკუმენტაცია.

 

გარდა ამისა, გამოქვეყნდა ზოგიერთი გერმანელი პოლიტიკოსის პასპორტის ასლი, მათი ოჯახის წევრების საკრედიტო ბარათების მონაცემები და მიმოწერა.

 

აღსანიშნავია, რომ ამ ჰაკერული შეტევის სამიზნე გერმანიის პარლამენტის ყველა პარტია გახდა, გარდა პარტია „ალტერნატივა გერმანიისა“.

 

ამ მომენტისთვის უცნობია თუ ვინ დგას აღნიშნული ჰაკერული შეტევის უკან.

ამერიკის რამდენიმე წამყვან გაზეთზე, სავარაუდოდ, უცხოეთიდან კიბერთავდასხმა მოხდა, რასაც მათი მუშაობის შეფერხება მოჰყვა. ამის შესახებ CNN წერს.

 

ლაპარაკია შემდეგ გამოცემებზე: Los Angeles Times, The San Diego Union-Tribune, Chicago Tribune, ჰაკერულმა თავდასხმამ დააზარალა The Wall Street Journal-ისა და The New York Times-ის აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს გამოცემებიც.

 

კიბერთავდასხმის გამო, აშშ-ში რამდენიმე გავლენიანი გაზეთის ახალი ნომერი დაგვიანებით დაბეჭდეს. სპეციალისტებმა გამომცემლობის კომპიუტერულ ქსელში ვირუსი აღმოაჩინეს. ამის გამო, გაზეთების ნაწილი დახლებზე რამდენიმე საათის დაგვიანებით მოხვდა.

 

თუმცა, ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გაჟონა ინფორმაციამ კლიენტების პირადი და საკრედიტო ბარათების მონაცემების შესახებ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

ექსკლუზიური
01 ივნისი 2018
მაკა ჩიჩუა მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

მე ვარ იმ ადამიანების გვერდით ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მ...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს ქუთაისში ზაზა სარალი...

01 ივნისი 2018
მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით

ზაზა სარალიძე - მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს...

01 ივნისი 2018
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს...

01 ივნისი 2018
გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ

გამოძიებაში, რომელსაც შსს დაიწყებს, გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან...

12 ივნისი 2018
ალბათ, დასაკავებელთა სია ჰქონდათ და ავტომატურად წაიკითხეს, ჩემი დაკავების მცდელობაც არ იყო

ცოტა ხნის წინ შსს-მ გააკეთა განცხადება რომ დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან...

10 დეკემბერი 2018
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა

საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებები...

10 დეკემბერი 2018
კარლ ჰარცელი - ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელიმ განაცხადებით, ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდ...

არქივი

« « » » აპრილი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

Clear

0°C

თბილისი

Clear

სინესტე: 65%

ქარი: 9.66 km/h

  • 04 იანვარი 2019

    ნაწილობრივ ღრუბლიანი 7°C 0°C

  • 05 იანვარი 2019

    უმეტესად ღრუბლიანი 7°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

ყველა გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?