Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1576
EUR
3.4134
RUR
0.0411
GBP
3.8782

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას იმ ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, რომლებსაც საგანგებო პერიოდის დროს სპეციალური ნებართვა სჭირდება.

 

„მეწარმე სუბიექტებმა, სამშენებლო კომპანიებმა, სამშენებლო მასალებისა და საბითუმო ვაჭრობის მწარმოებელმა კომპანიებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შესაბამისი პირობებით ფუნქციონირების უფლების მისანიჭებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდებიდან (www.economy.ge) უნდა ჩამოტვირთონ

 

სარეგისტრაციო ფორმა, შეავსონ და გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.; ხოლო ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის უნდა მიმართონ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მისამართზე - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.. სარეგისტრაციო ფორმაში მათ უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმ ობიექტ(ებ)ის შესახებ, სადაც ესაჭიროებათ სამუშაოების გაგრძელება.

 

გარდა ამისა, მეწარმე სუბიექტებმა უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების და წესების შესრულება-დაცვაზე.

 

ამის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტი, მოახდენს შესაბამისი ობიექტების შემოწმებას და იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება წარმოდგენილი ინფორმაცია, აღძრავს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან ამ ობიექტის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის სიაში დამატებასთან და მშენებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება გაცხადებული პირობების და აღებული ვალდებულებების შესრულება-დაცვაზე კონტროლს, მას განახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, აგრეთვე თბილისის მუნიციპალიტეტის (საქმიანობის თბილისის ტერიტორიულ საზღვრებში განხორციელების შემთხვევაში) შესაბამისი სამსახურები.

 

წესების და რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, ეკონომიკურ სუბიექტზე გამოიწერება ადმინისტრაციული ჯარიმა და შეუჩერდება საქმიანობის განხორციელების უფლება.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე - www.economy.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

„გაანადგურებს თუ არა კარანტინი ბიზნესს და ეკონომიკას?“, - სტატიას ასეთი სათაურით BBC აქვეყნებს. მასში ამერიკის ცენტრალური ბანკისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ეკონომისტების კვლევის შედეგებია განხილული.

 

სპეციალისტები 100 წლის წინანდელი ესპანური გრიპის მაგალითზე ხსნიან თუ რა გავლენას ახდენს მკაცრი შეზღუდვები ბიზნესზე და რა განსხვავება იყო იმ ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის შორის, რომლებმაც კარანტინი სხვადასხვა დროს შემოიღეს. მაშინ პანდემიას 50 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ მოიგეს მათ, ვინც ეკონომიკის გადარჩენას მოსახლეობის გადარჩენა ამჯობინა. თავიდან ყველას ერთნაირად უჭირდა, მაგრამ პანდემიის დასრულების შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს გაცილებით მალე დაუბრუნდნენ ის ქვეყნები, რომლებმაც კარანტინი თავიდანვე გამოაცხადეს, ადამიანებს შორის ფიზიკურ კონტაქტი მაქსიმალურად შეზღუდეს და ჰიგიენის ნორმები გაამკაცრეს.

 

„ქალაქებში, სადაც გადამწყვეტი და გადაუდებელი ზომები დაუყოვნებლივ მიიღეს, ბიზნეს საქმიანობა იმაზე მეტად არ შემცირებულა, ვიდრე სხვაგან. სამაგიეროდ, პანდემიის დასრულების შემდეგ ეს სფერო მალევე განვითარდა. აღმოჩნდა, რომ კარანტინი არამარტო სიკვდილიანობას, არამედ პანდემიის უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს ამცირებს“, - ნათქვამია ეკონომისტების წინასწარ დასკვნაში.

 

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კარანტინის შემოღების 10-დღიან განსხვავებას ეპიდემიის შემდგომ პერიოდში მრეწველობაში დასაქმების 5%-იანი ზრდა მოჰყვა. შეზღუდვების დამატებითმა 50-მა დღემ კი სამუშაო ადგილების 6.5%-იანი ზრდა გამოიწვია.

 

შესაბამისად, ადამიანის და ეკონომიკის გადარჩენა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, - თვლიან მეცნიერები და აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის გადარჩენა მომავალი ეკონომიკური აქტივობის საწინდარია.

 

ვრცლად ამ თემის შესახებ შეგიძლია წაიკითხოთ ამ ბმულზე.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა Hyundai-მ კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით ლოგო შეცვალა. ახალი ლოგო კომპანიის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

 

ლოგოს ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად სოციალური დისტანცირება მიიჩნევა, Hyundai-ის ლოგოზე კი ორი ადამიანის ხელის ჩამორთმევაა ასახული.

 

  

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კორონავირუსის გამო ლუდი „კორონას“ წარმოება დროებით შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას skynews-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კომპანიამ ,,Grupo Modelo" რომელსაც აღნიშნული ბრენდი ეკუთვნის, გადაწვეტილება მას შემდეგ მიიღო, როც მექსიკის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ლუდსახარშის საქმიანობა არაუცილებელ საქმიანობად შეაფასა.

 

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ წარმოება დროებით 5 აპრილიდან შეჩერდება.

 

,,კომპანია ,,Grupo Modelo" კორონა ლუდის წარმოებას 5 აპრილიდან აჩერებს, რომელის ექსპორტი 180 ქვეყანაში ხორციელდება.

 

ჯგუფმა აღნიშნული გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღო, როცა მექსიკის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ლუდსახარშის საქმიანობა არააუცილებელ საქმიანობად შეაფას" - ნათქვამია განცხადებაში.

 

COVID-19 - ის ეპიდემიის გამო მექსიკის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დროებით შეაჩერა არააუცილებელი საქმიანობის განხორციელება.

 

მექსიკაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 1 510 შემთხვევა დაფიქსირდა, 50 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

 

ჩვენ ვაწესებთ დამატებით შეზღუდვას ეკონომიკურ საქმიანობაზე. ეკონომიკური საქმიანობა მხოლოდ შესაძლებელი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციებით., - ამის შესხებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით იმუშავებს​ ტელე-კომუნიკაციების სექტორი, მობილური ოპერატორები, საბანკო სფერო, სასურსათო და სააფთიაქო ქსელი, კომუნალური და მუნიციპალური სერვისები, საფოსტო მომსახურება.

 

„ასეთი ტიპის ოპერატორებისთვის დადგენილი იქნება სპეციალური რეჟიმი. ეს სექტორები იმუშავებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციებით“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

 

ცქიტიშვილის განცხადებით, შეზღუდვები არ ვრცელდება შიდა და საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებზე.

 

საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წალკის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ავრანლოსა და თრიალეთში მცხოვრები ეკო-მიგრანტებისთვის ორი საწარმო აშენდა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა, ბიომასის ბრიკეტები დამზადდება. შეგახსენებთ, რომ ბრიკეტი არის საწვავი შეშის შემცვლელი საშუალება, რომელიც მეორადი ხის, გირჩის, წიწვის, ჩალისა და მსგავსი ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიიღება. აღნიშნულ ნარჩენებს მოსახლეობა ტყესა და მინდორში აგროვებს, მიაქვთ საწარმოში, სადაც გადამუშავდება და საბოლოოდ ბრიკეტის სახეს იღებს.

 

 

პროექტის კოორდინატორმა გიორგი დათუსანმა „გლობალპრესთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მოსახლეობის მიერ შეგროვებული ნარჩენებისგან მიღებული ბრიკეტის 70% შემგროვებელს მიაქვს, დარჩენილი 30%-კი საწარმოში დასაქმებული 5 ადამიანის ხელფასზე და საწარმოს ელექტროენერგიის გადასახადზე ნაწილდება.

 

„საწარმოში 5 ადგილობრივია დასაქმებული. შექმნილია კოოპერატივი, სადაც ნებისმიერ ადგილობრივ მოსახლეს შეუძლია შესვლა. ამ დროისთვის კოოპერატივში 100 -მდე ადგილობრივია გაერთიანებული. ეს კოოპერატივის წევრები აგროვებენ მეორად ნარჩენებს, მოაქვთ საწარმოში და მათი გადამუშავების შედეგად მიიღება შეშის შემცვლელი ბრიკეტები.

 

ბრიკეტები ერთ ნახევარჯერ უფრო ეფექტურია, უფრო დიდხანს იწვის და უფრო მეტ სითბოსაც გამოყოფს ვიდრე შეშა. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია მეტი იქნება კომერციული სახე მიეცემა და კოოპერატივის სახელით, შეშაზე დაბალ ფასად,გაიყიდება“, - განაცხადა გიორგი დათუსანმა.

 

 

 

მისივე თქმით, საწარმო ეფექტურად მუშაობს და სრულიად დააკმაყოფილებს მოსახლეობის საჭიროებებს.

 

„საწარმოს წარმადობა, დღეში, 1 ტონას შეადგენს, რაც 3-4 კუბ შეშას უდრის, მოსახლოებას კი სეზონზე გამოზამთრებისთვის სულ დაახლოებით 7 კუბამდე შეშა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მუშაობის და გადამუშავების არანაირი პრობლემა არ დგას.

 

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ისეთ გეოგრაფიულ არეალში, როგორიც წალკაა, სადაც ბუნებრივი გაზი არ არის და არც მომავალ პერსპექტივაში არ იქნება აუცილებლობას წარმოადგენდა საწვავის ალტერნატიული ენერგოეფექტური საშუალება, როგორიც ბიობრიკეტების წარმოებაა. აქ ხე - ტყეც ფაქტიურად არ არსებობს და მოსახლეობას ზამთრის შეშა ჩამოაქვს ბორჯომიდან ან სხვა მეზობელი რაიონებიდან, რაც ძალიან ძვირი ჯდება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბრიკეტების არსებობა უზრუვნელყოფს ხე-ტყის შენარჩინებას. ტყე აღარ გაიჩეხება იმისთვის, რომ მოსახლე ზამთავრში გათბეს“,- განმარტავს გიორგი დათუსანი.

 

როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ „გლობალპრესთან“ საუბრისას განაცხადა ნარჩენების შეგროვება უკვე დაიწყეს, რათა ზამთრისთვის შეშის შესაძენად განკუთვნილი 3 000 ლარამდე თანხა დაზოგონ.

 

 

„გავდივართ, მინდორში, ტყეში და ვაგროვებთ გირჩებს, ნახერხს, წიწვებს და სხვა ნარჩენებს. კოოპერატივი ახლა ამუშავდა და ამინდების გამოსვლასთან ერთად მომავალი ზამთრისთვის ნარჩენების შეგროვებაც დავიწყეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ზამთრისთვის შეშის ყიდვა აღარ დაგვჭირდება და ამ ბრიტეკებით გავთბებით. 2 000 - 3 000 ლარამდე მაინც გვიჯდება შეშა ყოველ წელს გამოსაზამთრებლად“,- ამბობენ ადგილობრივები.

 

ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში აღნიშნული საწარმოები, ორგანიზაცია BRIDGE-ინოვაცია და განვითარებასთან თანამშრომლობით, იაპონიის საელჩომ ააშენა და აღჭურვა.

 

ამასთანავე, იაპონიის საელჩოს მიერაა დაფინანსებული ისეთი პროექტები, როგორიცაა, სოფელ ბარეთში, კარტოფილის სამაცივრე საწყობის აშენება და აღჭურვა; მაღალი წნევის და მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანების შეძენა ბორჯომის ტყე - პარკისთვის და გორის მუნიციპალიტეტში მძიმე ტექნიკა გზების, სარწყავი და სასმელი წყლის არხების მოსაწყობად.

 

შეგახსენებთ, რომ იაპონიის მთავრობისა და ხალხის მიერ დაფინანსებული ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა 1998 წლიდან არსებობს და უკვე 20 წელზე მეტია ხელს უწყობს საქართველოში სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, რათა დაცული იყოს გარემო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კორონავირუსის გამო ბოლო ექვსი დღის განმავლობაში, მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 444 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

 

გამოცემა S&P Dow Jones Index -ზე დაყრდნობით წერს, რომ ვირუსის გავრცელების მიზეზით მსოფლიო საფონდო ბირჟებმა მაშტაბური დაცემა განიცადეს და 6 ტრილიონი აშშ დოლარი დაკარგეს.

 

Bloomberg - თან ინტერვიუში S&P Dow Jones Index-ის უფროსი ანალიტიკოსი ჰოვარდ სილვერბალტი ამბობს, რომ ინვესტორები შიშობენ კოროვირუსის COVID-19- ის პანდემიაში შესაძლო გადაზრდის გამო.

 

,,მთელს მსოფლიოში საფონდო ბირჟებზე კორექტირების ზონაში ჩადიან, რადგან ინვესტორები შიშობენ, რომ კოროვირუსის COVID-19- ი პანდემიაში გადაიზრდება. მხოლოდ აშშ–ს საფონდო ბირჟამ 6 დღეში დაკარგა დაახლოებით 4 ტრილიონი დოლარი“,- ამბობს S&P Dow Jones Index– ის უფროსი ანალიტიკოსი.

 

ყველაზე დიდი ზარალი Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განიცადა. მან 11.9 მილიარდი დოლარი დაკარგა.

 

Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის ქონება კი 10 მილიარდით შემცირდა.

 

LVMH-ის (Louis Vuitton Moët Hennessy) ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ კი 9.1 მილიარდი დაკარგა.

 

ასევე, 9 მილიარდით შემცირდა Tesla-ს ხელმძღვანელის, ილონ მასკუის ქონება.

 

„დაზარალებულთა“ ათეულში არიან ამერიკელი ბიზნესმენი, Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე უორენ ბაფეტი, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Google-ის დამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი და მექსიკელი ბიზნესმენი, Telmex-ის მფლობელი კარლოს სლიმი.

აშშ „სამი ზღვის ინიციატივაში“ შემავალ ევროპულ სახელმწიფოში ენერგეტიკის განვითარებაზე მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.

 

„ჩვენი მიზანია გავაცოცხლოთ კერძო სექტორების ინვესტიციები ამ სახელმწიფოების ენერგეტიკაში“, - განაცხადა პომპეომ და დასძინა, რომ ამგვარად ევროპის დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე შემცირდება.

 

„სამი ზღვის ინიციატივა“ ევროკავშირის 12 სახელმწიფოს აერთიანებს: ავსტრიას, ბულგარეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიტვას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ხორვატიას, ჩეხეთს და ესტონეთს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. აღნიშნულ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

სააგენტო 2017 წლის 23 მარტს შეიქმნა და მისი ფუნქცია საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი, ანუ ინვესტორის მიერ სახელმწიფოს წინაშე ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა იყო.

 

„სააგენტო განიხილავდა და ათანხმებდა ინვესტორის სადამფუძნებლო სტრუქტურის ცვლილების საკითხებს, ინვესტორის კონტრაქტორების, ტერმინალის ოპერატორების, გამსესხებლების და მათთან დასადები ხელშეკრულებების პროექტებს, მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, სწავლობდა ინვესტორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშებისა და ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელ ინფორმაციას და სხვა.

 

საქართველოს მთავრობამ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის პროექტისათვის ახალი ინტერესთა გამოხატვის წინადადების შემუშავების საკითხი.

 

იმისათვის, რომ სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიწყოს მუშაობა ანაკლიის პორტის პროექტის საინვესტიციო წინადადების შემუშავებაზე, მის ძირითად საქმიანობად, საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგის ნაცვლად, განისაზღვრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განხორციელება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია.

 

ახალი დებულების მიხედვით, სააგენტო იმუშავებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ინტერესთა გამოხატვის პირობების შემუშავებასა და გამოცხადებაზე, პოტენციურ ინვესტორთა მოსაზიდად საჭირო კვლევების განახლებასა თუ ჩატარებაზე, პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კოორდინაციასა და კანდიდატთა შერჩევაზე.

 

ახალი ფუნქციის სათანადოდ შესრულების მიზნით, სახელმწიფო კონტროლს ანაკლიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაუწევს, რომელიც საინვესტიციო წინადადებების შემუშავების, ინვესტიციების მოზიდვისა და დაინტერესების მიმართულებით ყველაზე მაღალი კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე უწყებაა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ი მზად არის ბელარუსი ნავთობით მოამარაგოს, - ამის შესახებ მინსკში ვიზიტით ყოფნისას შეერთებული შტატების მდივანმა მაიკ პომპეომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმერ მაკეისთან შეხვედრის დროს განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

„შეერთებულ შტატებს ბელარუსის სუვერენული სახელმწიფოს აშენებაში დახმარება სურს. ენერგიის ჩვენი მწარმოებლები მზად არიან 100%-ით მოგამარაგოთ საჭირო ნავთობით კონკურენტულ ფასად. თქვენი ქვეყნის აყვავება და უსაფრთხოება მხოლოდ ერთ პარტნიორზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“, - განაცხადა პომპეომ.

 

მისივე თქმით, უახლოეს დროში ვაშინგტონი ბელარუსში ახალ ელჩს დანიშნავს.

 

მანამდე კი სახელმწიფო მდივანი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა, რომელმაც ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ძალიან კარგია, რომ ბელარუსის და აშშ-ის ურთიერთობაში არსებული სხვადასხვა უსაფუძვლო გაუგებრობის მიუხედავად, მინსკში ჩამოსვლა და ჩევნი ქვეყნის დათვალიერება გადაწყვიტეთ“, - თქვა ლუკაშენკომ. მან ასევე ბელარუსში დიქტატურის შესახებ იხუმრა: „ჩვენი დიქტატურა განსხვავებულა, შაბათ-კვირას ყველა ისვენებს, პრეზიდენტი კი მუშაობს“.

 

მაიკ პომპეო ბელარუსში 1-ელ თებერვალს ჩავიდა და ქვეყანას დღის ბოლომდე დატოვებს.

Brent-ის მარკის ნავთობი რეკორდულად გაიაფდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბარელზე ფასი ბოლო ვაჭრობისას $33,93-მდე დაეცა. ნავთობზე ფასი ერთ დღეში 2,45%-ით შემცირდა. ბოლოს ნავთობის ფასი მინიმუმზე 2019 წლის აგვისტოში დაფიქსირდა და ბარელზე $56 შეადგინა.

 

მანამდე 2020 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ OPEK-ი სხდომის მოწვევას გეგმავდა, სადაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია ნავთობის ფასზე კორონავირუსის გავლენის საკითხის განხილვას გეგმავდა.

 

იანვარში ნავთობზე ფასი 10%-ით შემცირდა.

 

Brent-ის ტიპის ნავთობზე, 27 იანვარს ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობისას, ბარელზე ფასი $60 2019 წლის 1-ლი ნოემბრის შემდეგ პირველად ჩამოსცდა.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ აგრძელებს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტზე აქტიურ მუშაობას , - ამის შესახებ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

„ეიპიემ ტერმინალს ფოთში” იმედს გამოთქვამენ, რომ ყველა საჭირო ნებართვას დროულად მიიღებენ და 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდება.

 

კომპანიის განცხადებით, “ეიპიემ ტერმინალსი“ მიჰყვება ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმას პირველ ფაზაში 250 მილიონ დოლარზე მეტი კერძო კაპიტალის და მეორე ფაზაში დამატებით სოლიდური მოცულობის თანხის ინვესტირებით, ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ბაზის მასშტაბური განვითარებისათვის.

 

„აღნიშნული ინვესტიცია სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფოთის საზღვაო ნავსადგურში არის ნათელი მაგალითი ჩვენი ერთგულებისა და რწმენისა საქართველოს, როგორც ქვეყნისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით სატრანსპორტო კორიდორის განვითარების ძალისხმევისადმი. ნავსადგურის გაფართოების პროექტი, რომლის ხარჯიც უმნიშვნელოა ქართველი გადასახადების გადამხდელებისათვის, იქნება ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკის განვითარების საწინდარი, შესთავაზებს რა ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო ლოგისტიკურ მომსახურებებს და გამოიყენებს მსოფლიო დონის კომპანიის გამოცდილებასა და რესურსებს, ასევე, შექმნის ათასზე მეტ დამატებით სამუშაო ადგილს და სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობას ნავსადგურსა თუ მის გარეთ“, - განმარტავს კელდ ქრისტენსენი, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორი.

 

კომპანიის განცხადებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინა, მოიცავს მშენებლობისა და განვითარების ორ ეტაპს. პირველი ეტაპი გულისხმობს 1,700 მეტრი სიგრძის მოლოსა და მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ზომებით 400მ. [სიგრძე] - 13.5მ. [სიღრმე]. აღნიშნულ ნავმისადგომს შეეძლება 9,000 TEU-მდე მოცულობის გემების მიღება და ის შექმნის ნაყარი ტვირთებისა და დამატებით 150,000 TEU-ს დამუშავების შესაძლებლობას. მეორე ეტაპით გათვალისწინებულია 300 მეტრი სიგრძის საკონტეინერო ნავმისადგომის აშენება, რომელზეც 3 თანამედროვე STS (გემი-ნავმისადგომი) ტიპის ამწე განთავსდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურის წყალობით გაორმაგდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო გამტარუნარიანობა და გადააჭარბებს 1 მილიონ TEU-ს წელიწადში.

 

„დარწმუნებული ვართ მთავრობის მხარდაჭერაში და გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას ოფიციალურ სტრუქტურებთან, რათა ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეინარჩუნოს კავკასიისა და მის მიღმა მდებარე რეგიონის სატრანსპორტო კარიბჭის სტატუსი“ ,- დასძინა კელდ ქრისტენსენმა.

 

მშენებლობის სავარაუდო ვადები განისაზღვრება 24-30 თვით, რაც მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და მათ მხარდაჭერას, რათა ყველა საჭირო ნებართვა მიღებულ იქნას დროულად. და თუ ეს ასე იქნება, რისი მოლოდინიც გვაქვს, პროექტის პირველი ფაზა დასრულდება 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს.

 

მათივე ინფორმაციით, “ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი. პი. მოლერ–მერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 74 მოქმედი პორტების და ტერმინალების ქსელით და 117 სახმელეთო მომსახურების ოპერაციებით, რომელსაც 58 ქვეყანაში ახორციელებს. „მერსკი“ საქართველოში წარმოდგენილია 1994 წლიდან, როცა მისი შვილობილი კომპანია „სილენდი“ (SeaLand) პირველად ჩაერთო ფოთის საზღვაო ნავსადგურის გავლით ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვაში.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » აპრილი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?