მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამომრჩევლის აქტივობა პირველ ტურთან შედარებით, 31 პროცენტით მაღალია.

 

„ჩვენ დარწმუნებული ვართ მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებაში. მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისაკენ. 31 პროცენტით მაღალია მაჩვენებელი პირველ ტურთან შედარებით 10 საათის მდგომარეობით. თუ იქნება მაღალი აქტივობა, ასეთ შემთხვევაში იქნება დიდი სხვაობა მეორე ტურში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გვინდა ამომრჩეველს აქტიურობისაკენ და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაფიქსირებისაკენ მოვუწოდოთ“, - აღნიშნა კობახიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.