არარსებულ დარღვევებთან დაკავშირებით კეთდება გარკვეული უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან, რასაც ჩვენ ვართ მიჩვეულები მთელი ამ წლების განმავლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს იმის ნიშანია, რომ მმართველი პარტიის ოპონენტები ემზადებიან-ხოლმე გარდაუვალი დამარცხებისთვის.

 

„შეფერხების გარეშე გაიხსნა 31-ვე საარჩევნო უბანი. რაიმე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. კეთდება გარკვეული უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან, რასაც ჩვენ ვართ მიჩვეულები მთელი ამ წლების განმავლობაში. არარსებულ დარღვევებთან დაკავშირებით კეთდება განცხადებები და არის პროცესში გარკვეული დაძაბულობის შეტანის მცდელობა. ამასაც მიჩვეული ვართ და ვიცით ეს რისი ნიშანიც არის. ეს არის ყოველთვის იმის ნიშანი, რომ ჩვენი ოპონენტები იბრძვიან არა გამარჯვებისთვის, არამედ ემზადებიან გარდაუვალი დამარცხებისთვის და როგორც ჩანს, ამასთან გვაქვს საქმე. მოვუწოდებთ ოპონენტებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ როგორც ამომრჩეველს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება. დარწმუნებული ვართ, სწორ არჩევანს გააკეთებს მთაწმინდის ამომრჩეველი. კიდევ ერთხელ ჩვენი მოწოდებაა, რომ გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, რადგან აქტიურობა არის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ყველა საარჩევნო უბანზე“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ პროცესში ოპონენტების მხრიდან დაძაბულობის შეტანის მცდელობა იყო ელენე ხოშტარიას და ნინო გოგუაძის ცესკოში მისვლა.

 

„მათ შორის ვგულისხმობ ამასაც. არ ვარგა დაძაბულობის შეტანა პროცესში და ამის მცდელობასთან გვქონდა ჩვენ რეალურად საქმე“, - აღნიშნა კობახიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.