რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან #1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ცესკო მოქალაქეებს მოუწოდებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებულნი.

 

"რამდენიმე საარჩევნო უბანზე, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია და მასში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიები, დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან #1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები. მაგალითად, ერთი შემთხვევა იყო, როდესაც სამგორის ოლქის ამომრჩეველი იყო უბანზე. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ასეთ შემთხვევას ჩაინიშნავს და გადაამოწმებს. მივმართავთ მოქლაქეებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც 9ივნისის მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებულნი,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

რაც შეეხება საჩივრებს, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 1 საჩივარი, რომელიც დაწერილია საია-ს მიერ და ეხება ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარის თქმას.4

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.