ჩვენი ამომრჩველი არ იყიდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ჩვენი ამომრჩეველი არ იყიდება. ამომრჩეველს ყველა საშუალება აქვს იმისთვის, რომ თავისი ნება თავისუფლად და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გამოხატოს. ახლანდელი დრო ცა და დედამიწასავით განსხვავდება 2012 წლის საარჩევნო პროცესებთან შედარებით და ეს მაღალი სტანდარტი დღევანდელ არჩევნებზეც ვაჩვენეთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

გარდა ამისა, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მას საფუძველი აქვს იფიქროს, რომ ამ არჩევნებში" ქართული ოცნების"კანდიდატია გამარჯვებული.

 

„ჩვენი კანდიდატი, ლადო კახაძე არათუ "ქართული ოცნების" , არამედ ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერი ადამიანების წარმომადგენელი იქნება პარლამენტში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. მინდა მივულოცო მთაწმინდელებს და მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და მივიდა არჩევნებზე. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საფუძველი, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამაჯერებელი გამარჯვება ვივარაუდოთ", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

 

მისივე განცხადებით, არჩევნებმა ზოგადად მაღალი სტანდარტების დაცვით ჩაიარა და დღევანდელმა დღემ ეს ნათლად დაადასტურა. ის ასევე გამოეხმაურა" ევროპული საქართველოს" გამოქვეყნებულ ვიდეომასალას და მას სასაცილო უწოდა, თუმცა დასძინა, რომ შესაბამისი კომისია შეაფასებს, თუ რამდენად დიდი დარღვევა იყო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.