სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" მაჟორიტარობის კანდიდატი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.

 

"დიახ, გადავწყვიტე ეს გამოწვევა მივიღო. ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია. მაგრამ იქნება საინტერესო და ჩემი ერთადერთი მიზანია, შევქმნა ახალი კამპანია. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მინდა, ის გავხდე. მე მინდა, ვიყო ადამიანების იმედი, როგორც აქამდე ვიყავი" - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი "მთავართან"

 

იმის მიუხედავად, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი კენჭს იყრის, ის რჩება "მთავარ არხზე" და კვლავ გააგრძელებს გადაცემას "სხვა ნანუკა", რომელიც სოციალურ საკითხებს ეთმობა.

 

შეგახსენებთ,15 სექტემბერს ნაციონალურმა მოძრაობამ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა. ბლოკის შემადგენლობაში არიან - "ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკური პარტია", მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" და "ევროპელი დემოკრატები". ბლოკს შეუერთდა კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტიაც - "პროგრესი და თავისუფლება".

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.