"ლეიბორისტული პარტიის" პრემიერმინისტრობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილია - ამის შესახებ ცნობილი პარტიის პრეზენტაციიდან გახდა, რომელსაც თავად ნათელაშვილი უძღვებოდა.

 

,,მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხისა და ღმერთის ნება და თქვენი მხარდაჭერა. შედეგად, ჩვენ მეორე დღეს გავიღვიძებთ სრულიად სხვა საქართველოში, სადაც არ იქნება მშიერი, გაჭირვებული, ღატაკი, უმუშევარი, უიმედო, დეპრესირებული, ქვეყნიდან გაქცევის მსურველი ადამიანი, - თქვა ნათელაშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.