"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს, 26 სექტემბერს პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. სპეციალური ღონისძიება ნათელაშვილმა კრწანისში გამართა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამდე ვაჟა-ფშაველას სიტყვები გაიხსენა.

 

,,დღეს, როდესაც ვუყურებ ჩვენ გუნდს, ჩვენ პარტიას, მე მახსენდება დიდი ვაჟას უკვდავი სტრქონები, მადლობელი ვარ დამბადებელო, ჩვენიდან შექმენ ისეთი გუნდა, როგორიც ამ დღეს საჭირო არის, სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა. დიახ, ჩვენ ის გუნდი ვართ, ის გუნდა ვართ, რაც სამშობლოს წყლულებს სჭირდება, - თქვა შალვა ნათელაშვილმა.

 

ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ პარტიის საარჩევნო ნომერი 10-ია და ის 10 რჩეულ კანდიდატს წარადგენს.

 

ნაძალადევში - გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი.

 

,,ვიქნები არა მარტო თქვენი დეპუტატი, არამედ ოჯახის წევრი, - თქვა ნათელაშვილმა წარდგენის დროს.

 

თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა - "პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავი" - ნიკა ვარდოშვილი.

 

რუსთავი - "20 ივნისის მებრძოლი, ახალგაზრდების ღირსეული წარმომადგენილი, ქართული პოლიტიკის მომავალი" - მიხეილ ქუმსიშვილი.

 

მარნეული - "მაჟორიტარად ვასახელებთ მაგარ აზერბაიჯანელს, მაგარ ქართველს, იურისტს, ადვოკატს, ქართულად კარგად მოსაუბრეს" - ალი ბადიროვი.

 

თეთრიწყარო, წალკა, დმანისი, ბოლნისი - თემურ წიკლაური. შალვა ნათელაშვილმა მის განსაკუთრებულ დამსახურებად გამოყო ჯვარას ტყეში მილიონი ხის აღმოჩენა, რომლის წყალობითაც, ნათელაშვილის თქმით, "იქაურობა საყდრისივით აღარ ააფეთქეს".

 

მესხეთი - ოლქი ნათელაშვილმა ქართული პოლიტიკის სამშობლოდ დაახასიათა და კანდიდატად გიორგი ჩიტური წარადგინა.

 

,,კანდიდატად ვაგზავნით ჭეშმარიტ, მაგარ ქართველს, რომელსაც იცნობს ჩვენი საზოგადოება, როგორც მთის ფოლკლორის სუკეთესო შემსრულებელს, გიორგი ჩიტაურს, - თქვა შალვა ნათელაშვილმა.

 

მცხეთა-მთიანეთში - ბექა ნათელაშვილი

 

,,ჩვენ პოლიტიკიაში მამა-შვილი არ ვართ, ჩვენ ვართ თანამებრძოლები, საქართველოზე შეფიცულები, - თქვა მან.

 

ზეტაფონი, ტყიბული, თერჯოლა - "პარტიის თვალსაჩინო სახე და წესიერებით სავსე ადამიანი" - სამსონ გუგავა.

 

გურია - "აჯანყებული გურული" - დავით მამალაძე.

 

აჭარა - ტარიელ კალანდარიშვილი, რომელიც ნათელაშვილმა სახელოვანი გვარის სახელოვან წარმომადგენელად დაახასიათა.

 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა დღეს ასევე დაასახელა აჭარის უზენაესის საბჭოს არჩევნებზე სიის ხელმძღვანელი - ზურაბ ლომია.

 

ქუთაისში მერობის კანდიდატი - ირაკლი კიკვაძე,

 

ხოლო კასპში - ოთარ ქოსაშვილი.

 

მისივე თქმით, თბილისის საკრებულოში კრწანისის გამოკლებულ დეპუტატს მამუკა ჯუღელი ჩაანაცვლებს.

 

ნათელაშვილმა  წარადგინა საკრებულოს წევრობის 3 ქალი კანდიდატი და აღნიშნა, რომ მათ მხარს მხოლოდ გარეგნული სილამაზის გამოც დაუჭერენ.

 

გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის, სამ უმშვენიერეს გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებთ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად. ონში - მარიამ გოჩალეიშვილს, თელავში - თამარ მენაბდიშვილს, მანგლისში - თათია მაისურაძეს. მარტო ამ სილამაზის გამო მოგცემენ ხმას, - თქვა შალვა ნათელაშვილმა.

 

ნათელაშვილმა დღესვე საკუთარი თავი პარტიის პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.

 

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

 

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.