დაპირისპირება გლდანულას სკვერში - იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების პარტიული დროშები სახელმწიფო დროშებით ჩაანაცვლეს, ოცნების აქტივისტებმა ისევ საკუთარი დროშები გამოფინეს.

 

ადგილზე ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ისევ სცადეს პარტიული დროშების საქართველოს დროშებით ჩანაცვლება, თუმცა ადგილზე მათ ხელისუფლების მხარდამჭერები დახვდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, სამოქალაქო აქტივისტები იქ ხელისუფლების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ლევან კობიაშვილის მისვლას ითხოვენ.

 

„ეს ადამიანები სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს აიძულებენ უყურონ „ქართული ოცნების“ დროშებს. ეს არის საბჭოთა კავშირის მეთოდები, როცა ისინი აიძულებდნენ ხალხს სიმბოლიკის ყურებას“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.