"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლეი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ აქციას მართავდნენ, როდესაც მათ "ქართული ოცნების" წევრები დაესხნენ თავს.

 

აქვე, აქციის მიზეზი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის მიერ წევრების თვითნებურად არჩევა იყო.

 

,,გვაგინებდნენ, ფიზიკურად გაგვისწორდნენ... ეს იყო ივანიშვილის დაგეგმილი დაპირისპირება, ზონდერები გამოგვიგზავნა საჩხუბრად. ამ ხალხთან ერთად გავიზარდეთ, მაგრამ იმდენს ვერ ტვინავენ, რომ ხვალ ჩვენ ისევ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ რაიონში. ვითხოვთ, მშვიდობიანად ჩატარდეს აქციები, - ამბობს აქციის მონაწილე

 

თავად "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებულია, თუმცა ამის დასადასტურებლად ფაქტები არ არსებობს. მომხდარს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც ეხმაურება და ტრადიციულად მომხდარში ოპოზიციას ადანაშაულებს.

 

თავდასხმაზე ეჭვმიტანილი პირები დაკითხვაზე უკვე დაბარებულები არიან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.