საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, დღეს, 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაშიც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდბეს, რომ მათ პროვოკაციებს არ აჰყვნენ. ამ თემაზე მდინარაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგზე ისაუბრა.

 

მდინარაძის თქმით, "კრიმინალური და მავნებელი ძალის - ნაცმოძრაობის მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება", თუმცა მათ პარტიაში მკაცრი დირექტივა აქვთ, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად შეიკავოს თავი "მსგავს მავნებლობაზე".

 

,,ნაცმოძრაობის წევრები უკვე რამდენიმე დღეა ცდილობენ ქართული ოცნების წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა დღეს, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მათი ასეთი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისინი უკვე გადავიდნენ ცესკოს თანამშრომელზე და აღნიშნული პიროვნება გახდა მათი ძალადობის მსხვერპლი, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

 

მდინარაძემ საერთაშორისო პარტნიორებს და სამოქალაქო სექტორს მოუწოდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის მიერ" საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანაზე რეაგირება ჰქონდეთ.

 

მისივე განცხადებით, მსგავს ფაქტებზე სახელმწიფოს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი ექნება და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ცენტრაული საარჩევნო კომისიის ის წევრი, რომელიც ცესკო-ს შენობაში შევიდა უკვე იდენტიფიცირებულია.

 

შეგახსენებთ, რომ მარნეულში ვითარება რამდენიმე საათის წინ, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან დაიძაბა. "ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, ამის მიზეზი კი საოლქო კომისიის წევრების არჩევა გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას კომისიების საკუთარი წევრებით დაკომპლექტებაში სდებს ბრალს.

 

მომხდარს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და ტრადიციულად ყველაფერში ოპოზიცია დაადანაშაულა. მისი თქმით, "ენმ"-ს წევრმა კომისიის წარმომადგენელს პერანგი შემოახია.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.