ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, კამპანიის ძალადობით გადაფარვა, მხოლოდ იმ ადამიანის ინტერესში შედის, რომელსაც სამართლიან არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვს.

 

„რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები პროგრამების წარდგენის ნაცვლად, კანდიდატების წარდგენის ნაცვლად და მაჟორიტარების დასახელების ნაცვლად, ჩართულები არიან პროვოკაციებში. მე მაინც გირჩევთ, რომ თავი შევიკავოთ ყველამ წინასწარი შეფასებებისგან. მე მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების და ჩვენი გუნდის ინტერესებში ასეთი ტიპის ინციდენტები და კამპანიის გადაფარვა ასეთი ძალადობით, ნამდვილად არ შედის და ეს არის იმ ადამიანების ინტერესში, ვისაც არ აქვს იმედი სამართლიან არჩევნებში გამარჯვების და რაიმე შედეგის მიღების“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ როგორც ჩანს წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ კონსტრუქციულ პირობებში მიმდინარეობს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.