„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გმობს მარნეულში დღეს მომხდარ თავდასხმის ინციდენტებს „მთავარი არხისა“ და „პირველი არხის“ ჟურნალისტებზე, აგრეთვე პოლიტიკურ აქტივისტებზე - განცხადებას ორგანიზაცია Facebook-ზე აქვეყნებს.

 

"არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ამის უზრუნველყოფის უმთავრესი ვალდებულება მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება. მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება." - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, დღეს მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ. ჯეიჰუნ მუჰამედალი ყვება, რომ მას 10 ადამიანი ურტყავდა, ვინ იდენტიფიცირება ვერ შეძლო. ჩვენი ჟურნალისტი მარნეულის საავამდყოფოდან ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.