"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და წერს, რომ ეს ცეცხლთან თამაში და ქვეყნისთვის უკიდურესად საშიში პროცესია.

 

,,ქართულმა ოცნებამ არჩევნების წაგების შიშისა და სასოწარკვეთის ფონზე გადაწყვიტა, ყოველდიურად იძალადოს იმ ადამიანებზე, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან. შეხვედრებზე მისულ ადამიანებზე, კანდიდატებზე, აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა უკვე ყოველდღიურობა გახდა. არც ერთ ჩვენგანს ამის არ ეშინია, პირიქით, ეს გვაძლიერებს და გვაერთიანებს, მაგრამ ეს არის საშიში ჩვენი ქვეყნისთვის. პოლიტიკური ბრძოლის ხაზი არ უნდა გადიოდეს ძალადობაზე, ერთმანეთის განადგურებაზე, - წერს ელენე ხოშტარია.

 

მისი თქმით, ყველას პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა საქართველოს ისტორიაში "ამ სამარცხვინო ფურცლის" ერთხელ და სამუდამოდ დახურვა.

 

შეგახსენებთ, რომ მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე და მასთან ერთად მყოფი პირები დაშავდნენ. ქველაძე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადიაყვნა. დამტვრეულია მისი მანქანაც.

 

რაც შეეხებათ მედიის წარმომადგენლებს, ცოტა ხნის წინ "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია მთავარი არხის ტექნიკაც. "მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.