"ლელო საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ამბობს, რომ ძალადობა რაც იქ ხდება დაუშვებელია და განსაკუთრებით მიუღებელია თავდასხმა ჟურნალისტებზე. ამ თემაზე მან სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

 

,,მარნეულში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, მართოს სიტუაცია ქვეყანაში და უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხოება. მმართველი პარტია თავად გვევლინება ძალადობის წამქეზებლად და ძალადობაში მონაწილე პირების დამცველად. ხელისუფლება ვერ, თუ არ ახორციელებს წესრიგის დაცვას და სიტუაციის მართვას. ნაცვლად დაძაბულობის განმუხტვისა, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები დაპირისპირების და დაძაბულობის გაღვივებას ემსახურება, - წერს მამუკა ხაზარაძე.

 

ხაზარაძე კატეგორიულად მოუწოდებს სამართალდამცავებს, სასწრაფოდ გამოიძიონ ძალადობრივი ქმედებები და უმკაცრესად დასაჯონ ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა მარნეულში მიმდინარე დანაშაულებრივ პროცესებში.

 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "მთავარი არხის" 4 თანამშრომელსთავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც. ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.

 

"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.