"ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პირადად შემოუძღვა ოკუპანტს, სირცხვილია, ჩვენ ბორდერიზაციაზე გვსაყვედურობდეს", - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ოკუპაციის პირობებშიც კი, პრაგმატული პოლიტიკის წყალობით, ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობა აქაც არაა თანხვედრაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან", - თქვა მან.

 

შეგახსენებთ, 2013 წელს, ბორდერიზაციის პიკის პერიოდში, როცა ბიძნა ივანიშვილი ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო, მცოცავ ოკუპაციასთან და ბორდერიზაციასთან დაკავშიორებულ შეკითხვაზე თქვა, რომ არ სჯერა, რუსეთს სხვა ქვეყნის ტერიტორიების მიტაცება აინტერესებდეს.

 

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზევე ივანიშვილმა ნაციონალურ მოძრაოაბასა და წარსულზე საუბარს 10 წუთზეე მეტი დაუთმო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.