საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ხმის მიცემის შემდეგ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე, რათა ავაშენოთ ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ.

 

"ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ. ეს არის ევროპული და დემოკრატიული ქვეყანა. დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ პანდემიის პირობებში, თუმცა მე მინდა ყველას მოვუწოდო, მოვიდნენ არჩევნებზე - დაცულია ყველა ნორმა", - ამბობს ზურაბიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნების გახსნისთანავე საარჩევნო უბანზე მივიდა "ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ოჯახთან ერთად. ცნობისთვის, საარჩევნო

 

უბნებზე ხმის მიცემა 08:00-ზე დაიწყო და 20:00-მდე გაგრძელდება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.