Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9279
EUR
3.2365
RUR
0.0446
GBP
3.5764

ამ დროისათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში იმყოფება საქართველოს 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

 

სამინისტროს განცხადებით, ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია. უწყების განმარტებით, ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია.

საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეები შვედეთისთვის მასშტაბურ პრობლემად იქცა. ქვეყნის საემიგრაციო სამსახურში იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი ითხოვს თავშესაფარს, საქართველო მეორე ადგილზეა, თუმცა კიდევ უფრო დიდ საფრთხეს ქვეყნისთვის მათი დიდი ნაწილის კრიმინალური საქმიანობა ქმნის.

 

შვედური მედია იუწყება, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, ვინც მათი კანონმდებლობით გასამართლდა. მსჯავრდებულთ რაოდენობა ამ პერიოდში გასამმაგდა და 2018 წელს 252-ს მიაღწია.

 

შვედი ჟურნალისტი ყვება, რომ საქართველოს უკვე 2 წელია აქვს უფლება, უვიზო მიმოსვლით ისარგებლოს ევროპასთან, მაგრამ მოქალაქეები, რომლებიც ლტოლვილის სტატუსს ითხოვენ ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოსთვის პრობლემაა.

 

საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ საკითხს აცნობიერებს და ამ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატში მუშაობის გარდა, კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ თბილისში ცოტა ხნის ჩამოიტანა.

 

შვედეთში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ ტელევიზიების საღამოს ეთერებში კრიმინალში ჩართული ქართველების შესახებ მომზადებული სიუჟეტები არა მარტო უვიზო მიმოსვლას, არამედ საზღვარგარეთ ლეგალურად მცხოვრები ქართველების იმიჯსაც ურტყამს.

საქართველოში საფრანგეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში მუშაობის უფლების მინიჭების საკითხზე განმარტებას აკეთებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საფრანგეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმება 2013 წლის 12 ნოემბერს განხორციელდა, ხოლო 2018 წლის 3 დეკემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოსცა კანონი აღნიშნული შეთანხმების აპრობაციის მიზნით.

 

როგორც საფრანგეთის საელჩო განმარტავს, აღნიშნული უფლება სტუდენტებსა და გარკვეული პროფესიების მქონე პირებს 1 წლის ვადით აქვთ.

 

„2013 წლის 12 ნოემბერს პარიზში ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას. მისი მიზანია დროებითი პროფესიული მიგრაციის გაადვილება, რომელიც ეფუძნება სტუდენტებისა და კვალიფიციური სპეციალისტების მობილობასა და უკან დაბრუნებას პროფესიული კომპეტენციის შეძენის შემდეგ. საქმე ეხება ლეგალური ეკონომიკური მიგრაციის ხელშეწყობას ქვეყანაში შემდგომი დაბრუნების პერსპექტივით, საიდანაც გამომდინარეობს განსაზღვრება „ცირკულარული“. ეს შეთანხმება პირველი ორმხრივი დოკუმენტია, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოს შორის პროფესიული მიგრაციის სფეროში გაფორმდა.

 

ის ითვალისწინებს 12-თვიანი ხანგრძლივობის ბინადრობის ბარათის მოთხოვნის შესაძლებლობას საფრანგეთში დიპლომირებული ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლის შემდგომი პირველი პროფესიული გამოცდილება მიიღონ საფრანგეთში საქართველოში მათი დაბრუნების პერსპექტივით; ერთი წლის ხანგრძლივობის, განახლებადი დროებითი ბინადრობის ბარათის მითითებით „დაქირავებული მშრომელი“ მოთხოვნის შესაძლებლობას ისეთი პროფესიის ადამიანებისთვის, რომლებიც შეესაბამება საქართველოს მოქალაქეებისთვის ღია 50 პროფესიიდან ერთ-ერთს. საფრანგეთის მიერ წლიურად გაცემული დროებითი ბინადრობის ბარათების რაოდენობა ამ კატეგორიის მშრომელთათვის 500-ს არ უნდა აღემატებოდეს.

 

18-დან 35 წლამდე ახალგაზრდა ფრანგი და ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების გაცვლის განვითარებას, რომლებიც საფრანგეთში ან საქართველოში გაემგზავრებიან კარიერული პერსპექტივის გასაუმჯობესებლად დაქირავებული შრომით მიღებული გამოცდილების წყალობით. ორივე ქვეყანაში მიღებული ახალგაზრდა ფრანგი და ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 150 ადამიანს წელიწადში.

 

2018 წლის 3 დეკემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოსცა კანონი აღნიშნული შეთანხმების აპრობაციის მიზნით. ეს ხელშეკრულების განხორციელების პირველი ეტაპია.

 

საფრანგეთის საელჩო საქართველოში შესაბამის დროს გამოაქვეყნებს ყველა საჭირო ინფორმაციას შეთანხმების შესრულების პირობების შესახებ საქართველოს იმ მოქალაქეების შემოსვლისა და ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით, რომელთაც შეთანხმებით სარგებლობა სურთ“, - ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია. ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

უწყების განმარტებით, მსგავსი რამ მოხდა საქართველოს მოქალაქეებთანაც მიმართებაში, მათ არ ჰქონდათ ისრაელში ლეგალური ყოფნის უფლება და შესაბამისად დაექვემდებარებიან დეპორტაციას.

 

„ამ დროისათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში იმყოფება 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ. თორმეტივე მოქალაქისთვის ეტაპობრივად, მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა. ეს მოქალაქეები დაკავებული იქნენ ისრაელის სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროს, რაიმე მასიური დაკავებები არ მიმდინარეობს“, - აღნიშნულია საგარო უწყების განცხადებაში.

იტალიაში, ქალაქ ტრენტოში ტბაში ახალგაზრდა ქართველი ქალი, თამარ ნეფარიძე გარდაცვლილი იპოვეს. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ქალს ახლობლები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

 

ამ დროისთვის უცნობია, როდის ჩამოასვენებენ გარდაცვლილს სამშობლოში.

 

AMBEBI.GE-სთან საუბარში გარდაცვლილის შვილი ლაშა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

 

"ჯერჯერობით, არაფერი ვიცი რა მოხდა. დღეს მივფრინავ იტალიაში და გარდაცვალების შესახებ დეტალებს გავარკვევ," - განაცხადა ლაშა ჟორჟოლიანმა.

 

გარდაცვლილი თამარ ნეფარიძე რუსთავიდან იყო და ემიგრაციაში 5 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს განცხადებით, 2018 წლის დეკემბრისთვის საფრანგეთს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით საქართველოს 1000-მდე მოქალაქემ მიმართა.

 

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ საფრანგეთში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.

 

„ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე ჩვენ საქართველოდან ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით თვეში საშუალოდ, 200 პირი მოგვმართავდა, ხოლო მათი რაოდენობა, ვინც ეს სტატუსი მიიღო, დაახლოებით, 7%-ს შეადგენდა. მათ მიერ ამ სტატუსის მიღების მიზეზი კი ის იყო, რომ მოგვმართავდნენ ლგბტ თემის წარმომადგენლები.

 

მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, მომართვიანობის ზრდის მიზეზი არ არსებობს, თუმცა ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვმა მოიმატა და 2017 წლისთვის თვეში საშუალოდ, 600-სს შეადგენდა, 2018 წლის დეკემბრისთვის 1000-მდე გაიზარდა. საფრანგეთი გულმოწყალე ქვეყანაა, თუმცა მიგვაჩნია, რომ უნდა მივიღოთ ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან, მაგალითად სირიიდან და ავღანეთიდან. საქართველოდან კი თავშესაფარს არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მიზეზებით ითხოვენ, რაც არალეგალურია. აქედან გამომდინარე, ისინი თვითმფრინავით უკან ბრუნდებიან“, - განაცხადა პასკალ მენიემ.

ფრანგული გამოცემა Le Figaro საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მატებაზე. წერს. გამოცემის ინფორმაციით, დევნილებისა და აპატრიდების დაცვის სამსახურის მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 86%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (3548 მოთხოვნა).

 

გამოცემის ცნობით, 2018 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში თავშესაფრის მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების 1898 მოთხოვნა დაფიქსირდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ასევე გაიზარდა ალბანეთის მოქალაქეებს შორის - 32%-ით.

2018 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა იყო, - ამის შესახებ საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაშია ნათქვამი.

 

როგორც ელჩი აღნიშნავს, საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხი საქართველოს საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მისი თქმით, ამ კუთხით, საელჩო ნაყოფიერად თანამშრომლობს საბერძნეთის რესპუბლიკის ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, მათ შორის მიგრაციის პოლიტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, საბერძნეთის პარლამენტთან.

 

„ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ბერძენ კოლეგებთან ინტენსიურად ვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ჩვენს თანამემამულეებზე ბინადრობის ნებართვების გაცემის გამარტივება, საქართველოს მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის დაჩქარება, საბერძნეთის სამთავრობო ინსტიტუტების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცება და სხვ.

 

ვფიქრობ, ჩვენს ბერძენ პარტნიორებთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოაქვს. საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა გახლდათ.

 

საელჩო აგრძელებს საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის სამუშაოებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს ისლანდიაში თავშესაფარი საქართველოს არც ერთმა მოქალაქემ არ მიიღო.

 

სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებისგან თავშესაფრის მიღებაზე 84 განაცხადი შევიდა, 65 შემთხვევაში უარი იყო ნათქვამი, ხოლო 19 შემთხვევაში განაცხადის განხილვა სხვა მიზეზის გამო იყო შეწყვეტილი.

 

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ისლანდიაში თავშესაფარი ერაყის 43-მა მოქალაქემ მიიღო, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ცალკეულ ქვეყნებს შორის.

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ისლანდიის საიმიგრაციო დირექტორატმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ცირკულარული მიგრაცია, როგორც მიგრაციის დაძლევისა და საზღვარგარეთ დროებით ლეგალური დასაქმების მხარდამჭერი ინსტრუმენტი, საქართველოს პრიორიტეტია, - ამის შეასხებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, შრომის საერთაშორისო ორგანოზაციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, ცირკულარული მიგრაცია სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის მიგრანტებს, როგორც წარმოშობის, ასევე მიმღებ ქვეყანაში.

 

,,საქართველოსთვის ეს არის მექანიზმი, რომ შეცვალოს და შეამციროს არარეგულარული მიგრაცია და ამრიგად, შრომითი მიგრანტების უფლებები დაიცვას, აგრეთვე, უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და ადამიანის შესაძლებლობების განვითარებას შეუწყოს ხელი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ სფეროში უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა ორმხრივი შეთანხმებების განვითრებაზე.

 

,,2018 წლის დეკემბერში მსგავსი ხელშეკრულება გაფორმდა საფრანგეთთან. ცირკულარული მიგრაციის სქემების საპილოტე ვერსიები წარმატებით განხორციელდა პოლონეთთან და ქვეყნებმა, როგორიცაა ბულგარეთი, ესტონეთი, უნგრეთი, პორტუგალია, უკვე გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობაზე. დროებით ლეგალური დასაქმების შესახებ შეთანხმებაზე მუშაობას ყველა პარტნიორთან გავაგრძელებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტის თქმით, ვერც ერთი აღნიშნული საკითხი ვერ და არ მიიღწევა საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციისა და ევროკავშირის ტექნიკური და ფინანსური დახმარებისა და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის პროექტების განვითარების გარეშე.

 

,,საქართველოს კარგად ესმის რომ საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის პრინციპებთან შესაბამისობა ჩვენს ქვეყანას უფრო დაახლოებს ევროკავშირის სტანდარტებთან და ხელს შეუწყობს ჩვენი ინტეგრაციის შესაძლებლობას. გარდა ამისა, საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის პრაქტიკის საქართველოში სრულად დანერგვა გულისხმობს შრომის ევროპული ხარისხის შემოტანას და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ დაცვას. ამრიგად, ხელს შეუწყობს მიგრაციისკენ სწრაფვის შემცირებას და ჩვენს დაახლოვებას ევროპასთან", - განაცხადა პრეზიდენტმა

ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია უნდა გადაიხადოს. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა დიდი პალატის 16-მა მოსამართლემ ერთის წინააღმდეგ.

 

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ იმ დაზარალებულებმა, რომელთა მიმართ დაირღვა კონვენციის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) უნდა მიიღინ კომპენსაცია 2 000 ევროს ოდენობით. ხოლო, მათ, ვის მიმართაც დაირღვა კონვენციის მე-5&1 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (პატიმრობის არაადამიანური და დამამცირებელი პირობები), უნდა მიიღონ 10-15 ათას ევრომდე ოდენობით კომპენსაცია, რაც ზუსტად განისაზღვრება საპატიმროში გატარებული დროის ხანგრძლივობაზე.

 

გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ უკვე დაიწყება აღსრულების პროცედურები საქმე გადავა მინისტრთა კომიტეტში. რუსეთის ფედერაციამ 3 თვის ვადაში უნდა ჩარიცხოს კომპენსაცია, რის შემდეგაც თანხა განაწილდება დაზარალებულებზე.

 

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, თანხის არგადახდის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ პერიოდზე, რუსეთს შესაბამისი ჯარიმა დაეკისრება.

 

იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოში 1 795 ადამიანის სია წარადგინა. საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა.

ხმელთაშუა ზღვაში, ორი ნავის ჩაძირვის შედეგად, სავარაუდოდ, 170 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. სამმა მიგრანტმა, რომლებიც გადარჩნენ, განაცხადეს, რომ ნავში 120 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობა დასავლეთ აფრიკიდან იყო.

 

ნავმა ლიბიის სანაპირო ხუთშაბათს დატოვა და დაახლოებით, 10-11 საათის შემდეგ ჩაძირვა დაიწყო. ბორტზე ათი ქალი და ორი ბავშვიც იმყოფებოდა. ლიბიამ იმ რაიონში, სადაც ნავი ჩაიძირა, სავაჭრო გემი გაგზავნა, მაგრამ ვერავინ იპოვეს.

 

კიდევ 53 მიგრანტი, რომლებმაც მაროკო ნავით დატოვეს, სავარაუდოდ, ასევე დაღუპულები არიან. წინასწარი მონაცემებით, გემი, რომელზეც გადარჩენილები იმყოფებოდნენ, ალბორანის ზღვაში რაღაცას შეეჯახა.

 

გასული წლის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში 2297 მიგრანტი დაიღუპა, ევროპაში კი 116959-მა მიაღწია.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?