კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ თურქეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

 

საელჩო განმარტავს, რომ ადამიანები, რომლებიც ფრენების გაუქმების გამო აღმოჩნდნენ პრობლემის წინაშე და ვერ ახერხებენ ტერიტორიის დატოვებას, არ დაჯარიმდებიან.

 

„პირები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ფრენების გაუქმების გამო, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იმყოფებიან თურქეთში და ვერ ახერხებენ ტერიტორიის დატოვებას, არ დაექვემდებარებიან პირობით ან უპირობო საჯარიმო სანქციებს, თუ მათ იძულებითი გარემოებების არსებობის პერიოდში (სატრანსპორტო კომუნიკაციის შეწყვეტის დღიდან მის აღდგენამდე) გადაუცდებათ ვიზის/ცხოვრების ნებართვის ვადა.

 

ფრენების ჩვეულ რეჟიმში აღდგენის შემდეგ, იმისათვის, რომ ამ პირებზე არ გავრცელდეს ჯარიმები, უშუალოდ მათ ქვეყანასთან სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენის შემდეგ, მოქალაქეებმა არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში უნდა დატოვონ თურქეთის ტერიტორია“, - აცხადებს თურქეთის საელჩო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.