Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.6984
EUR
3.0246
RUR
0.0421
GBP
3.4912

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომაში მონაწილეობს. მინისტრის მოადგილემ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ევროკავშირის ენერგოსისტემებს შორის ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და ამ მხრივ, უკვე გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.

 

სამინისტროს ცნობით, ნათია თურნავამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის არსებული ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებასა და ადგილობრივი ენერგოსისტემის ევროპულ ენერგოსისტემასთან ინტეგრაციას.

 

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიული მდებარეობას ევროპასა და აზიას შორის, რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა საქართველოს გავლით ე.წ. ენერგეტიკული „ხიდის“ განვითარებისთვის.

 

მინისტრის მოადგილემ დაასახელა კონკრეტული პროექტი, რომელიც საქართველოს დასავლეთ შავი ზღვისპირეთის ქვეყნებთან დააკავშირებს. საუბარია შავი ზღვის კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ენერგოსისტემებს დააკავშირებს. აღნიშნული პროექტი ქართულმა მხარემ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში უკვე წარადგინა ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტული პროექტის სტატუსის მოსაპოვებლად.

 

ნათია თურნავამ, ასევე დაასახელა სხვა ტრანზიტული პროექტები, რომლებშიც საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი და საერთაშორისო ინვესტიციების ხელშემწყობი ქვეყანა დასახელდა. ტრანზიტულ პროექტებს შორისაა სამხრეთ გაზის დერეფანი, რომლის შემდგომი განვითარების ეტაპით, უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის ცენტრალური აზიიდან ევროპის ბაზრისთვის მიწოდება.

 

„საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს მსგავსი პროექტების განვითარებას, რომლის მიზანიც ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებაა“, - განაცხადა თურნავამ.

საქართველოში ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები, მაგრამ აუცილებლად, ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. რა თქმა უნდა, ზოგადად, ფართო საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამით ჩვენ გამოუსწორებელ ზიანს არ ვაყენებთ ბუნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორია მისი ხედვა იმაზე, რომ მაჭახელაში ჰესის მშენებლობის შეჩერების თაობაზე პრემიერისადმი მიმართვას გეგმავენ და ამასთან, რა პოლიტიკა ექნება ხელისუფლებას ჰესებთან დაკავშირებით.

 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარის გაკეთება გაუჭირდება, თუმცა ზოგადად მიდგომა არის იმგვარი, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები.

 

„მე, ზოგადად, საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია და კიდევ ერთელ დავაფიქსირებ. ნებისმიერი ეკონომიკისთვის განსაკუთრებით კრიტიკული არის ორი დარგი: ტრანსპორტი და ენერგეტიკა. ენერგეტიკაში გვჭირდება ახალი დადგმული სიმძლავრეები, ეს არის კონკრეტული მოცემულობა. ბუნებრივია, საქართველომ აქცენტი უნდა გააკეთოს განახლებად ენერგიაზე და ამ შემთხვევაში, იმ ჰიდრორესურსზე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და ეს არის ჩვენი ძალიან დიდი უპირატესობა. მეორე მხრივ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ობიექტებზე, რომელმაც შეიძლება გარკვეული შედეგი იქონიოს ადგილობრივ ბუნებაზე და ეკოსისტემაზე, ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია და ინტერესები“, - განაცხადა ბახტაძემ.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის რეგულირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

 

„რაც შეეხება გაზის დირექტივას, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას და ეს შესაძლებელი გახდა იმის დამსახურებით, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა მჭიდროდ ითანამშრომლეს“, - აღნიშნა მერკელმა. თუმცა, მას მიღწეული კომპრომისის შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია.

 

ბერლინი და პარიზი შეთანხმდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებებს გერმანია მიიღებს.

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და კონტრაქტში უკეთესი პირობების შეთანხმებით დასრულდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მოლაპარაკების დროს ეკონომიკის სამინისტრო, სწორედ ამ ორ ძირითადი პრინციპს ეყრდნობდა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

„გაზპრომთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად არის დასრულებული. ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა მოლაპარაკებების დროს პრინციპები - ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და რომ ჩვენი პოზიციები გაუმჯობესებულიყო ამ კონტრაქტში. მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ეკონომიკის სამინისტრო გააკეთებს განცხადებას ამ საკითხზე. ბუნებრივია მოლაპარაკებები ამ ორივე პრინციპის სრული დაცვით დასრულდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც ხელს უწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ინტეგრაციას დანარჩენ საქართველოსთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ საქართველოს ენერგოსექტორის კომერციულ ოპერატორსა (ესკოს) და კომპანია “ინტერ რაოს” შორის გაფორმებული კონტრაქტის თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„როდესაც ენგურჰესის რესურსი არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს ორი გამოსავალი - აფხაზეთს არ მივაწოდოთ ელექტროენერგია, რაც, პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას - ჩვენს აფხაზ და ქართველ თანამემამულეებს დააზარალებს, ან ვიყენებთ მეორე შესაძლებლობას, რომ დავაბალანსოთ და ჩვენ თვითონ მივაწოდოთ აფხაზეთს ელექტროენერგია, რაც წლების მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკაა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

როგორც „გლობალპრესს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ერთჯერადი, მოკლევადიანი კონტრაქტი, რომლის ღირებულებაც 315 ათასი დოლარია, ოკუპირებული აფხაზეთისთვის დეფიციტის დასაფარად 2019 წლის მარტში ერთჯერადად 45 მლნ კვტსთ ელექტროენერგიის მიწოდებას გულისხმობს, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 20 პროცენტს შეადგენს. რეგიონი ელექტროენერგიას მიიღებს ელექტროგადამცემი ხაზი „სალხინოს“ მეშვეობით, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული სისტემის შემადგენელი ნაწილია.

 

„ამ ელექტროენერგიის იმპორტი ხდება ერთჯერადად, მოკლევადიანი კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც მოქმედებს მხოლოდ მარტში და მისი ღირებულება არის 315 ათასი დოლარი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მსგავსი პრაქტიკა იყო წინა წლებშიც, რადგან ენგურჰესი ჩვენი ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა, მისი ნაწილი მდებარეობს საქართველოს მიერ კონტროლირებად, ხოლო ნაწილი - არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. 25 წელია ჩვენ გვიწევს ამ ელექტროენერგიის გაზიარება აფხაზეთთან, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოსთან და ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან სხვა შემთხვევაში, თავად ვუბიძგებთ სეპარატისტულ რეჟიმს, ჩვენგან დამოუკიდებლად ეძებოს ენერგომომარაგების სხვა გზები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, არსებობს პერიოდები, როცა ენგურჰესის წყლის რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააბალანსოს აფხაზეთის მზარდი მოხმარება.

 

„ასეთ დროს ვიყენებთ მექანიზმს, რომ პირდაპირ მოხდეს შესყიდვა „ინტერ რაოსგან,“ რომ დაბალანსდეს აფხაზეთის ენერგომოხმარების დეფიციტი. გაფორმებული კონტრაქტი საჯაროა, ეს არ არის პირველი ქეისი და მიღებული პრაქტიკა. ენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც გვაახლოებს ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან, ეს არის დარგი, რომელიც ხელს უწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ინტეგრაციას დანარჩენ, ერთიან საქართველოსთან და გაუაზრებელი რიტორიკით არ უნდა დავარღვიოთ ეს ბალანსი“ ,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

 

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს „ენგურჰესზე“ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60 პროცენტი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას მიეწოდა, 40 პროცენტი კი ოკუპირებულ აფხაზეთს, რაც ოპტიმალურთან მიახლოებული პარამეტრებია.

ექსკლუზიური
01 ივნისი 2018
მაკა ჩიჩუა მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

მე ვარ იმ ადამიანების გვერდით ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მ...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს ქუთაისში ზაზა სარალი...

01 ივნისი 2018
მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით

ზაზა სარალიძე - მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს...

01 ივნისი 2018
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს...

01 ივნისი 2018
გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ

გამოძიებაში, რომელსაც შსს დაიწყებს, გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან...

12 ივნისი 2018
ალბათ, დასაკავებელთა სია ჰქონდათ და ავტომატურად წაიკითხეს, ჩემი დაკავების მცდელობაც არ იყო

ცოტა ხნის წინ შსს-მ გააკეთა განცხადება რომ დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან...

10 დეკემბერი 2018
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა

საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებები...

10 დეკემბერი 2018
კარლ ჰარცელი - ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელიმ განაცხადებით, ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდ...

არქივი

« « » » აპრილი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

Clear

0°C

თბილისი

Clear

სინესტე: 65%

ქარი: 9.66 km/h

  • 04 იანვარი 2019

    ნაწილობრივ ღრუბლიანი 7°C 0°C

  • 05 იანვარი 2019

    უმეტესად ღრუბლიანი 7°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

ყველა გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?