ხანდახან ისეც ხდება რომ წინააღმდეგობას პოლიტიკური სარჩული აქვს და ეს არამარტო საქართველოშია ასე, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა გადაცემა „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, არ არსებობს ოქროს წესი, რომელიც ყველგან ერთანირად მოქმედებს.

 

„არსებობს სოფლები, რომლის მცხოვრებლებსაც არ სურთ არანაირი სარგებლის მიღება და არ ყიდიან, ასე რომ ვთქვათ, არანაირ ფასად იმ ბუნებას, რომელიც მათ წინაპრებისგან ერგოთ. ვერც ერთი პროექტი ვერ იქნება წარმატებული და განხორციელებადი, ხალხის ჩართულობის გარეშე. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი სწორი დაგეგმვა და მოლაპარაკებების სწორად წარმართვა. ხანდახან ისეც ხდება რომ წინააღმდეგობას პოლიტიკური სარჩული აქვს და ეს არამარტო საქართველოშია ასე. ძალიან მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ რა რაოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებს ქვეყანა, შემდეგ კი მოხდეს მისი დისტრიბუცია, მას ჯიბეში ხომ ვერ ჩაიდებ. ასევე აუცილებელია მოხდეს ელექტროენერგიის სწორი განაწილება და რაც მთავარია, არსებობდეს მიკროჰესები, რომლებიც ლოკალურად თუნდაც ისეთ ლოკაციებს მოამარაგებს, როგორიცაა ხევსურეთი“,- აცხადებს ელჩი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.