Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.2345
EUR
3.797
RUR
0.0412
GBP
4.1958

Globaltimes-ის ინფორმაციით, ჩინეთში ახალი ვირუსი ,,SFTS” გავრცელდა, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვრეპლა, 60 ადამიანი კი დაინფიცირდა.

 

როგორც გამოცემა წერს, ვირუსი ჯერ კიდევ 2011 წელს გამოვლინდა.სპეციალისტების ჰანმარტებით, ვირუსი ტკიპისგან დინფიცირებული ადამიანიდან სხვა ადამიანს სისხლით ან ლორწოთი გადაეცემა.

 

როგორც, Globaltimes-ი წერს, 37-ზე მეტი ადამიანი ძიანსუს პროვინციაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაინფიცირდა, მოგვიანებით კი 23 ადამიანს ინფექცია ანხოის პროვინციაში აღმოუჩინეს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით ქვეყანაში ყირიმ-კონგოს მხოლოდ ათი დადასტურებული შემთხვევაა.

 

მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში ყირიმ-კონგოს ცხელებით არის ერთი პაციენტი, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა და მალე კლინიკას დატოვებს.

 

„კლინიკაში, ყირიმ-კონგოზე რამდენიმე საეჭვო პაციენტი იყო შემოსული, რომლებთანაც დაავადება გამოირიცხა და ისინიც მალე კლინიკას დატოვებენ“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მიმდინარე წლის 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

როგორც ,,გლობალპრესს" ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს, შარშან, აღნიშნულ პერიოდიში 148 შემთხვევა გამოვლინდა.

 

2020 წლის 14 აპრილის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში სულ რეგისტრირებულია 8269 აივ ინფიცირებული პირი, 6168 – მამაკაცია, 2091 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4271პაციენტს განუვითარდა, 1674 გარდაიცვალა.

 

„31 მარტის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5202 (4625 + 577 აფხაზეთი) პაციენტი, მათშორის 46 (38 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

 

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.4 % (3091) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.5 % (3999) - დაინფიცირდა ჰეტერო სექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.9 % (985) - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (40) - სისხლის რეციპიენტია; 0.5 % (45) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

 

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3059 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1145; შემდეგ იმერეთში 997; აჭარაში 942; აფხაზეთში (525); კახეთში (405) ქვემოქართლში (473); შიდაქართლში (304); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (112) და ა.შ.

 

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, შიდსის ცენტრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. მოქალაქეებს საჭირო ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 239-80-18.

ცოტა განგაშის ზარი შემოსაკრავია იმიტომ, რომ ძაღლებში, ქუჩაში, თბილისში გამოჩნდა ცოფის შემთხვევები , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, იმის გამო, რომ ცოფი 100%-ით სასიკვდილო დაავადებაა, ერთი შემთხვევის დაფიქსირებაც კი საგანგაშო ხდება.

 

"მოგეხსენებათ ცოფი არის 100%-ით სასიკვდილო დაავადება და მისი ერთი შემთხვევაც ჩვენთვის განგაშია ხოლმე. სამწუხაროდ, შარშან გვქონდა ერთი შემთხვევა ცოფის, რომელიც იყო ადამიანში, რომელიც იყო ჩვენ მიერ, სამწუხაროდ, არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან შემოტანილი შემთხვევა. შარშანწინ გვქონდა-2 შემთხვევა, იმის წინ - 2015, 2016, 2017 წლებში არც ერთი შემთხვევა არ გვქონია და ძალიან დიდი მიღწევა იყო და მადლობას ვუხდიდი ჩვენს კოლექტივს, NCDC-მ სერიოზული როლი ითამაშა მაშინ ამ საკითხში, ისევე როგორც რადიოლოგებმა და, რა თქმა უნდა, მთელმა სისტემამ.

 

წელს ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა ადამიანში ჰიდროფობიის არ გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ ცოტა განგაშის ზარი შემოსაკრავია იმიტომ, რომ ძაღლებში, ქუჩაში, თბილისში გამოჩნდა ცოფის შემთხვევები. ახალი განკარგულება მოვამზადეთ ამისთვის ჩვენ, მთავრობის დადგენილება და იმედია, რომ მას მალე მიეცემა მსვლელობა, რათა სამმა მთავარმა უწყებამ - ჯანდაცვამ, ვეტერინარიის უწყებამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ვაკონტროლოთ ეს საკითხი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ესპანეთში, იბიცაზე ე.წ. აზიური ვეფხვის კოღოები (Aedes albopictus) გამოჩდნენ, რომლებიც ტროპიკული ციებ-ცხელების გადამტანები არიან. ამის შესახებ გამოცემა The Daily Mirror იტყობინება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, კოღოებს ისეთი საშიში ვირუსული ინფექციების გადატანა შეუძლიათ, როგორიცაა ზიკა, დენგე, დასავლეთ ნილოსის ციებ-ცხელება, ჩიკუნგუნია, მალარია და ყვითელი ციებ-ცხელება. ვარაუდობენ, რომ კოღოების გავრცელების მიზეზი მოუვლელი აუზები გახდა.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო იზოლირებული ადგილობრივი მოსახლეობა აუზების ქლორით დამუშავებას ვეღარ ახერხებს. Aedes Albopictus-ის სახეობის კოღოები იმითაც არიან საშიშნი, რომ მათი ნაკბენი ტანსაცმელშიც აღწევს.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბენიში ებოლას ვირუსს 11 თვის ჩვილი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

10 აპრილს ბენის მახლობლად ებოლას ვირუსს 26 წლის კაცი ემსხვერპლა, მანამდე კი 52 დღის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

13 აპრილს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეპიდემიის დასრულების შესახებ უნდა გამოეცხადებინათ. ებოლას ეპიდემია კონგოში 2018 წლის ივლისში დაიწყო. 3453 ინფიცირებულიდან 2264 გარდაიცვალა, ლეტალობის მაჩვენებელმა კი 66% შეადგინა.

დღეს დაფიქსირებული შავი ჭირის შემთხვევების შემდეგ ჩინეთში დენგეს ცხელების შემთხვევაც დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

 

მომაკვდინებელი ვირუსული დაავადების შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გუანდეს მცხოვრებს დაუდგინდა. პაციენტი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ინდოეთში, მიანმარსა და პაკისტანში იმყოფებოდა, ახლა ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობს.

 

დენგეს ვირუსის გადამტანები ძირითადად კოღოები არიან.

 

ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შიდა მონღონეთის ავტონომიურ რაიონში მდებარე ბაიან-ნურის ოლქის მთავრობამ ეპიდემიოლოგიური საფრთხის მაღალი დონე გამოაცხადა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მონღოლეთის ერთ პროვინციაში შავი ჭირის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

იაპონელი მეცნიერები მომავალ პანდემიებთან ბრძოლას ნანორობოტების დახმარებით აპირებენ. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, იაპონიის ნანომედიცინის ინოვაციური ცენტრის სპეციალისტებმა მიკრორობოტი შექმნეს, რომელსაც ორგანიზმში შესვლა და სიმსივნური უჯრედების განიტრალება შეუძლია. როგორც „სფეროს“ მედიკოსები განმარტავენ, ელექტრონულად დამუხტული ნაწილაკების ორგანიზში შეშვების ტექნოლოგია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე კლინიკურ ტესტირებას გადის.

 

მეცნიერები ამ იდეაზე 9 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათი პროექტის მოქმედების სქემა ასეთია: სფერისებრი ფორმის რობოტი უჯრედებში აღწევს და ერთგვარი კლინიკის როლს ასრულებს - ისინი ორგანიზმში ანომალიებს აფიქსირებენ, დიაგნოზს სვამენ და მკურნალობას იწყებენ.

 

სპეციალისტების აზრით, სწორედ ამ გზით უნდა ებრძოლოს კაცობრიობა მომავალ პანდემიებს. ნანორომობოტები ინფექციას ადრეულ ეტაპზე გაანადგურებენ და იმუნური სისტემის უჯრედებს ვირუსის უჯრედების დამარცხებას „ასწავლიან“.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მას შემდეგ რაც ბოლო ინფიცირებულის გამოჯანმრთელებიდან 52 დღე გავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

 

„დღეს ჩავატარეთ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის საკითხზე შექმნილი საგანგებო კომიტეტის სხდომა. 52 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ ახლა დაკვირვებისა და რეაგირების ჯგუფმა ახალი შემთხვევა დააფიქსირა. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და შემთხვევების რიცხვის ზრდას ველოდებით“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა.

 

მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 13 აპრილს ვერ გამოაცხადებს ებოლას ვირუსის სრული დამარცხების შესახებ, როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი.

 

ებოლას ვირუსი საშიში დაავადებაა, რომელიც შიდა სისხლდენას იწვევს და ხშირად ადამიანის გარდაცვალებით სრულდება. ვირუსი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით ვრცელდება და ადრეულ სტადიაზე გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს.

 

ებოლას ვირუსი ზაირში 1976 წელს აღმოაჩინეს. ეპიდემიამ პიკს 2014-2016 წლებში მიაღწია. მაშინ ებოლათი 28,6 ათასი ადამიანი დავირუსდა, აქედან 11,3 ათასი ადამიანი გარდაიცვალა

ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა, - ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

 

მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა.

 

ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ.

 

მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

არქივი

« « » » ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

Tbilisi