ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტის გაჩერებას.ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელსაც 433 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

 

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის წევრები აფასებენ უკრაინის თანამშრომლობას ენერგეტიკულ სფეროში, ასევე უკრაინის მიღწევებს ამ სფეროში.

 

„ვინაიდან უკრაინა გადამწყვეტ როლს თამაშობს ევროპულ ენერგეტიკულ ქსელში, ევროპარლამენტის წევრები გმობენ გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობას, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით იგეგმება, რადგან ეს პოლიტიკური პროექტია, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამიტომაც ევროპარლამენტის წევრები მის გაუქმებას მოითხოვენ “, - ნათქვამია რეზოლუციაში.

 

შეგახსენებთ, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არსებული მაგისტრალური გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაფართოების პროექტს წარმოადგენს, რომელიც რუსეთსა და გერმანიას სატრანზიტო ქვეყნების - უკრაინის, ბელარუსისა და პოლონეთის გვერდის ავლით დააკავშირებს. გაზსადენის საერთო გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მლრდ კბ/მ–ს შეადგენს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.