აშშ-ის ადმინისტრაციამ აშშ-ში ევროკავშირის წარმომადგენლობის დიპლომატიური სტატუსი ბრიუსელის ინფორმირების გარეშე დაწია.

 

როგორც გერმანული გამოცემა Deutsche Welle ევროკავშირის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, მისიის სტატუსის წევრი სახელმწიფოდან საერთაშორისო ორგანიზაციის დონემდე დაწევა შესაძლოა გასული წლის დეკემბრამდე მომხდარიყო.

 

„ზუსტად არ ვიცით, როდის განახორციელეს ეს. ამერიკელებმა უბრალოდ არ შეგვატყობინეს“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

 

მისივე თქმით, სტატუსის შეცვლის შესახებ ევროკავშირმა შემთხვევით გაიგო. მას შემდეგ, რაც აშშ-ში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა დევიდ ო’სალივანმა რიგ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე მიწვევა არ მიიღო და მას შემდეგ, რაც ჯორჯ ბუში უფროსის დაკრძალვის ორგანიზატორებს მიმართა, გაირკვა, რომ ევროკავშირის მისიის სტატუსი შეცვლილი იყო ამერიკული მხარის მიერ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.