ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფმა, ლიეტუველი ევროპარლამენტარის ანტანას გუოგას ინიციატივით, კომპანია Amazon-ს მიმართა, ინტერნეტში საბჭოთა სიმბოლიკით საქონლის გაყიდვა აკრძალოს. მიმართავას ხელი მოაწერა 27-მა ევროპარლამენტარმა.

 

„ვიმედოვნებთ, რომ Amazon-ი პასუხისმგებლობას გამოიჩენს და დემოკრატიისა და ევროპის ხალხის თავისუფლების სახელით ტოტალიტარული რეჟიმის სიმბოლოების გაყიდვას შეაჩერებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ევროპარლამენტართა ჯგუფის აზრით, თავისუფალი ხალხის საზოგადოებაში, როგორიც არის ევროკავშირი, არ შეიძლება იმ სიმბოლოების დიდება, რომლებიც მილიონობით ადამიანისთვის ოკუპაციას, ტანჯვასა და სიკვდილს ნიშნავს.

 

Amazon.com, Inc. ამერიკული კომპანიაა. ის ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზიაა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.